საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილები ძირითადად გარკვეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობის მიზნით განხორციელდა. ასევე, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგისტრაციისა და ფუნქციონირების საკითხების მოწესრიგების/დარეგულირების საჭიროებით არის განპირობებული.

ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პლატფორმის შესაძლებლობას სთავაზობს და განსაზღვრავს მისი რეგისტრაციის მოთხოვნებს, რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს.

პლატფორმა იქნება მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა საკრედიტო ინფორმაციას არ შეინახავს და არც სესხის გამცემი ორგანიზაციები მიაწვდიან სავალდებულო წესით შესაბამის ინფორმაციას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პლატფორმა უფლებამოსილია პირის თანხმობის შემთხვევაში, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მიიღოს, დაამუშაოს და მესამე პირს გადასცეს ამავე პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაცია ან/და სხვა რელევანტური მონაცემი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული წესით პლატფორმის მიმართ განისაზღვრა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან განსხვავებული/გამარტივებული სარეგისტრაციო მოთხოვნები.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს შესაბამისი განაცხადების მიღებას პლატფორმად დარეგისტრირების მსურველ პირთათვის და სათანადო ინოვაციური პროექტების განაცხადებს განიხილავს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მხარეებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ საქართველოს ეროვნულ ბანკს შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდნენ: innovations.office@nbg.gov.ge.

(NS)

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…